„გამორიცხულია, საქართველომ რუსული ვაქცინის შემოტანაზე იფიქროს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველომ კორონავირუსის რუსულ ვაქცინაზე არც უნდა იფიქროს. მისივე თქმით, რუსული ვაქცინა პუტინმა მოიხმაროს და მის მეგობრებსაც მოახმაროს.

„რუსეთი არის სახელმწიფო, სადაც ამ ტიპის კვლევები არ კეთდება. ან თუ კეთდება, ის მიიჩქმალება და შეიძლება ნებისმიერი თანხის საფასურად გაამართლონ ის, რაც გაუმართლებელია. სამოქალაქო ზედამხედველობა არ არსებობს არც ერთ სფეროზე იმ სახელმწიფოში და არც მეცნიერებაზე. ამიტომ, გამორიცხულია, საქართველომ რუსული ვაქცინა განიხილოს. ამას უბრალოდ არ ვუშვებ. იქნება კოვაქსის პლატფორმაზე, მოიხმაროს ვლადიმერ პუტინის მეგობარმა ვიქტორ ორბანმა თავის მოსახლეობასთან, თურქეთმა და ასე შემდგომ! ჩვენმა სახელმწიფომ რუსულ ვაქცინასთან სწორება არ უნდა გააკეთოს” – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ რუსული ვაქცინაც გამოიყენოს. მისივე განმარტებით, ეს ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მას მსოფლიო აღიარებს.

რაც შეეხება რუსული ვაქცინის გამოყენებას, მასზე რუსეთის პრეზიდენტმაც უარი თქვა და არ გაიკეთა.  

მსგავსი თემები