საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, 12 სექტემბერს, სახელოვანი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
დაარსების დღიდან „რუსთავმა“ 5000-ზე მეტი კონცერტი გამართა და წარმატებით გამოდიოდა მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის სცენებზე და ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა ლონდონის “როიალ ალბერტ ჰოლი”, „ქვინ ელიზაბეთ ჰოლი“, პარიზის “ოლიმპია”, ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლი“ და სხვა.
“ანსამბლი უკვე 50 წელია იღწვის წარმოაჩინოს საქართველოს უძველესი ხალხური შემოქმედება მთელი თავისი ორიგინალობით, მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით”, – აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც: ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სალაროში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125; სალარო: 2 962207)
ასევე ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2w8EwI1
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.