სტაჟირება შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს და საერთო სტაჟში ჩაითვალოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ მომხზადებული საკონონმდებლო ინიციატივის თანახმად,  რომელიც სტაჟირების ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებას გულისხმობს, სტაჟირება შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს. ასევე, ის უნდა ვადიანი და სტაჟირების წესს უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტული სახელმწიფო ორგანო, ან  დაწესებულება, რომლის ფარგლებშიც ხდება ამგვარი საქმიანობის განხორციელება.

ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სტაჟირების ვადებსა და სტაჟირების გავლის დამდასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხებს. კანონპროექტის თანახმად, სტაჟირების ვადა უნდა ჩაითვალოს საჯარო სამსახურის საერთო სტაჟში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიას წარმოადგინა.

კომიტეტმა პრინციპების დონეზე გაითვალისწინა სტაჟირების ანაზღაურებასთან და რამდენიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

შემოთავაზებული ცვლილებები, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ითვალისწინებს პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის განმტკიცებას არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც მოიცავს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით.

კანონპროექტით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება, მიაწოდოს ინფორმაცია კანდიდატს პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დებულებების თაობაზე.

ცვლილებები, ასევე, შეეხება პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის მიზნით სოციალური დიალოგის განვითარებასა და ხელშეწყობას ყველა დონეზე.  კანონპროექტი ითვალისწინებს რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების თაობაზე და დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით თანაბარი მოპყრობის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ ევროსაბჭოს შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს.

მსგავსი თემები