თბილისის დინამოს სტადიონზე გეი-აღლუმი იგეგმება – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ 9 სექტემბერს, თბილისში, დინამოს სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გეი-აღლუმი იგეგმება.

​ინფორმაციას სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და აცხადებს, რომ “ქართული მარში” აცხადებს, რომ ასევე არ დაუშვებს ლგბტ სამკლაურებით სტადიონზე მისვლას,

“9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე იგეგმება გეი-აღლუმი. საქართველოს ნაკრების კაპიტნის კაშიას თანადგომის საფარქვეშ რამდენიმე ათასი მამათმავალი და ე.წ ლგბტ თემის წარმომადგენელი აპირებს სტადიონზე მისვლას. ისინი გამართავენ გეი-აღლუმისთვის დამახასიათებელ თეატრალურ წარმოდგენას. პირველად საქართველოში-მამათმავლები გეგმავენ მასობრივად გაიკეთონ ლგბტ სამკლაურები, რომელიც ათასობითაა დამზადებული და 5 ლარად იყიდება რუსთაველის გამზირზე,თბილისი გალერეას 1 სართულზე. ასევე, აქვე დარიგდება ლგბტ დროშები და სხვა ატრიბუტიკა.აი ეს არის კაშია-კობიაშვილის დანაშაულის რეალური შედეგი.ქართველი ერი არ დაუშვებს 9 სექტემბერს სტადიონზე ლგბტ-ის მასობრივად გამოსვლას და ლგბტ სამკლაურებით აღლუმის ჩატარებას. “ქართული მარში” აცხადებს, რომ ასევე არ დაუშვებს ლგბტ სამკლაურებით სტადიონზე მისვლას, ამიტომ დროზე აკრძალეთ სოდომის ცოდვის ატრიბუტიკის გავრცელება”, – წერს სანდრო ბრეგაძე.

მსგავსი თემები