ბათუმში COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კიდევ ერთი ინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. ტრავმატოლოგი შოთა ბერიძე წლების განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ის სტაციონარში 6 დეკემბერს კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს, მას გულის თანმდევი დაავადება ჰქონდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, ქრონიკული დაავადების გამო ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები