ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები