“თამარ ჟვანიას ვურჩევდი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა” – თეა წულუკიანი

თამარ ჟვანიას საჯაროდ ვურჩევდი, ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თამარ ჟვანიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

„თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში იქნებიან, ისინი ჩვენს იდეას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დიდი სიამოვნებით აიტაცებენ, კომისიას დააკომპლექტებენ და გამოიძიებენ კიდეც, ელენე ნიჟარაძემ რატომ არ იცის, არითმეტიკა და რატომ ჰყავს ცუდი ე.წ. აიტიშნიკი. ეს არის შეცდომა, თუ განზრახ ჩადენილი მავნებლობა. ბოდიში მოსახდელია და ეს არის პროგრამა მინიმუმი „სამართლიანი არჩევნებისთვის“. როცა ერთი პოლიტიკური დესტრუქციული ძალა გამოვა, ექსტრემისტები და იტყვიან, რომ თამარ ჟვანია არის საძაგელი ქალი, მას ცუდი არითმეტიკის მასწავლებელი ჰყავდა, ამ არითმეტიკის მასწავლებელს მიადგები საფლავში, არ ვიცი, რომელი არხი იყავით და საფლავის ქვაზე კაკუნს დაუწყებ, ეს არის მკრეხელობა, რადგან რა, რა და, ქართველმა კაცმა ამ ქვეყანაში მიცვალებულისა და საფლავის პატივისცემა აიყვანა უმაღლეს რანგში და ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია. როცა ამას გააკეთებ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ღმერთმა გაანათლოს და არც ის მასწავლებელია დამნაშავე, თამარ ჟვანიასაც არაფერი ჩაუდენია და მან უბრალოდ დათვალა ის, რაც ურნაში მოხდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ხარვეზები იყო, თუმცა „არც ერთი ამ ხარვეზით „ქართულ ოცნებას“ არ უსარგებლია“.

საუბნო დონეზე ხარვეზები იყო და ხაბეიშვილს არ შერცხვა და სოზარ სუბარის 200 ხმა ჯიბეში ჩაიდო, მაგრამ ყველა ხარვეზი რაც იყო, აღმოიფხვრა და ხარვეზმა აჩვენა, რომ არც ერთი ამ ხარვეზით „ქართულ ოცნებას“ არ უსარგებლია. თამარ ჟვანია მაინც კრიმინალად იყო გამოცხადებული და მას საჯაროდ ვურჩევდი, ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ იქირავა წესიერი „აიტიშნიკი“. თქვენ მეკითხებით, ვერ დაწერა თუ განზრახ არ დაწერა?-ამას სჭირდება, ან დროებითი საგამოძიებო კომისია, ან სისხლის სამართლებრივი პროცესი, მაგრამ ვიდრე ამ საკითხებს გადავწყვეტთ და მოთხოვნებს დავაყენებთ, ჯერ კიდევ ველოდებით, რომელი ოპოზიციონერი დეპუტატი გაბედავს და არ მოგვმართავს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, რადგან სამწუხაროდ, დღეს სიტყვა გაბედულება გახდა გადამწყვეტი ზოგიერთი მათგანისთვის. როცა დავიცავთ, როგორია პარლამენტის შემადგენლობა, უკვე გვეცოდინება, რა იქნება ჩვენი პოზიცია, რომ ეს საკითხი პარლამენტში იყოს გამოძიებული და ელენე ნიჟარაძე და მისი გუნდი დაბარებული, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ასეთი შეცდომები თურმე შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში და შეიძლება მისი სტაბილურობა დააყენო ეჭვქვეშ, რატომ გააკეთეს ეს-იყო ნებსით თუ უნებლიედ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები