„კოალიციას გამოვრიცხავთ“ – ბიძინა ივანიშვილი

„ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ“, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებენ გამარჯვებას ელოდება.

„ჩვენ მუდამ კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ. გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს თუ ადევნებთ თვალს, თუმცა ორი- სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს ან მინუს ორი მანდატი“, – განაცხადა საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები