“მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინებისა და ძალადობის ადგილი” – ამერიკის ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ამომრჩევლებს და მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა და ყველას მოუწოდა, არჩევნებში მივიდნენ და საკუთარი არჩევანი გააკეთონ. მისი თქმით, ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ უნდა იყოს.

ელჩის განცხადებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან არჩევნების პროცესს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 75 დამკვირვებელი დააკვირდება.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. მიიღეს ყველანაირი ზომა რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი კარგი სამუშაო, რომელიც გასწია საარჩევნო კომისიამ ამ კუთხით. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა უბნებზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინებისა და ძალადობის ადგილი და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს დავაკვირდებით. გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები, დაიცვათ სოციალური დისტანცია. ყველას გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა”,- განაცხადა დეგნანმა.

ამერიკის ელჩი მარნეულშიც აპირებს ჩასვლას, სადაც საარჩევნო უბანი ხმაურით გაიხსნა.

მსგავსი თემები