მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე რამდენიმე გახმაურებული საქმის ფიგურანტი იყო

სარაჯიშვილის გამზირზე მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე 2004-2006 წლების გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით,  ის ფიგურირებდა 2004 წელს დეპუტატ კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვის საქმეში, რაზეც 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წელს კი, არსებული ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

დეპუტატ კახა გიუაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულებმა, დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ნაწილში, საქართველოს სტრასბურგში საქმე 2017 წელს მოუგეს და სახელმწიფოს მათთვის 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა.

ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს, არსებული ინფორმაციით, ფიგურირებდა 2006 წლის ციხის ბუნტში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ტარიელ ფოცხვერიასთან ერთად.

მსგავსი თემები