“აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის 13 სოფელი გაათავისუფლა” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ არაღიარებული მთიანი ყაბარაღის ხოჯავენდის, ჯაბრაილის, ზანგილანის და გუბადლის რაიონებში 13 სოფელი გაათავისუფლა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.

ალიევი წერს, რომ აზერბაიჯანის არმიამ ხოჯავენდის რაიონში ორი, ჯაბრაილის რაიონში ხუთი, ზანგილანის რაიონში ორი, ხოლო გუბადლის რაიონში ოთხი სოფელი გაათავისუფლა.

მსგავსი თემები