გორის რაიონულ სასამართლოში თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი გაიმართა

გორში 9 ივნისს მომხდარ ინციდენტზე ბრალდებულის, თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე ის ორი მოწმე დაიკითხა, რომლებმაც დანაშაულის ადგილი დაინახეს.

დღესვე პირველად მივიდნენ სასამართლოს შენობასთან გარდაცვლილი ერეკლე თედიაშვილის ოჯახის წევრებიც. 

გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის ოჯახი ახალგაზრდის ცემის ბრალდებით დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ასევე, ცემაში მონაწილე სხვა პირების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვენ.

„მოვითხოვ ბრალის დამძიმებას, ყველა დამნაშავე დაისაჯოს. მარტო ერთი ადამიანი ჩემს შვილს ამდენ დაზიანებას ვერ მიაყენებდა. ბავშვს თავის ქალის ნახევარი აღარ ჰქონდა. სხვა დამნაშავეები იმალებიან და ერთ კაცს ააღებინეს თავის თავზე. რაც არ უნდა მოხდეს, სამართალს მაინც ვიპოვით“, –  განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

შეგახსენებთ, ინციდენტი, რომელიც გორში 9 ივნისს რესტორან „ჟოზეფთან“ მოხდა 18 წლის ერეკლე თედიაშვილის  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მოგვიანებით კი გარდაცვალება გამოიწვია.

მსგავსი თემები