საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 19:20 საათზე მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 20 კილომეტრში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთში დაფიქსირდა.
3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამშვილდესთან იყო.