შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების მორიგი პროცესი დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პროცესზე საქმეში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი ა.ქ. და ნ.ც. დაიკითხნენ. დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

ადვოკატების განცხადებით, მოწმეებმა შემთხვევის დღე გაიხსენეს და ისაუბრეს, როგორ განვითარდა მოვლენები.

ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა დეტალური ჩვენება მისცა და კითხვებზე ამომწურავად უპასუხა.

„მან ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. ბრალდების მხარეს არ ჰქონდა ბევრი კითხვა. მან ასევე ახსნა, მის ტელეფონზე შემავალი ზარები რა შინაარსის იყო“, – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

პროკურატურა ბრალდებულების მიერ მიცემულ ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

პროკურორი ნანა გუგუტიშვილი ამბობს, რომ დაკითხული პირები სასამართლოში ერთსა და იმავე გარემოებებს განსხვავებულად განმარტავენ.

„მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც წინა ბრალდებულებზე, აქაც იყო იგივე – მათ მნიშვნელოვანი გარემოებები არ ახსოვდათ“, – აღნიშნა ნანა გუგუტიშვილმა.

მსგავსი თემები