საკოორდინაციო საბჭო თბილისში შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო, თბილისში გარკვეულ შეზღუდვებზე მსჯელობს, თუმცა, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით. ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა, მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, – აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მატების შესაბამისად მიიღებენ.

„დაავადებულების რიცხვი არ იქნება გადამწყვეტი, ვინაიდან ვიხილავთ როგორც საწოლფონდს, ასევე ინფიცირებულების რაოდენობას და მძიმე პაციენტების რაოდენობას, ამასთან კოვიდსასტუმროების რაოდენობას და ამის ჯამური შედეგიდან გამომდინარე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები