კორონავირირუსმა და გრიპის ვირუსმა შეიძლება, გაამწვავოს ვითარება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოდან და ნოემბრის დასაწყისში სხვა რესპირატორული ინფექციებიც გააქტიურდება და კორონავირუსისა და ამ ინფექციების დამთხვევაში, შესაძლოა,  გაამწვავოს ვითარება.

„მოგეხსენებათ, რომ ნოემბრიდან სხვა რესპირაციული ინფექციები აქტიურდება ქვეყანაში. მათ შორის, ალბათ, ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და კიდევ სხვა ვირუსები იწყებენ ცირკულაციას. იქნება გარკვეულწილად ზედდება. ამაზე ორი მოსაზრებაა, რომ ამ ზედდებამ შეიძლება შეამსუბუქოს გრიპის მიმდინარეობა და სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილება ამას გვიჩვენებს და მეორე მხრივ, ამ ზედდებამ შეიძლება, პირიქით, სინერგიის ეფექტით, გააძლიეროს, ამიტომ მზადყოფნა უნდა იყოს,“ – განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ და იმ ჯგუფებზე ისაუბრა, ვისაც გრიპის ვირუსზე სახელმწიფო უფასოდ აცრის.

მსგავსი თემები