„მარტის მერე, ისედაც ყველა დაპატიმრებულები ვართ“ – დავით ჭიჭინაძე

„მოკლედ,  „ოცნების” ხელისუფლება ცუდად დაასრულებს და ეს ფაქტია“ – აცხადებს „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე და უხელისუფლებო სახელმწიფოს მოლოდინშია.

„მალე მივიღებთ  უივანიშვილო „ქართულ ოცნებას“ და უხელისუფლებო სახელმწიფოში აღმოვჩნდებით. ერთ მხარე გვეყოლება ადამიანების მცირე  ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი სიმდიდრის შენარჩუნება – გადარჩენის შეეცდება; მეორე მხარეს,  ასი ათასობით სამსახურის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი  ადამიანი. ქვეყანა კი,  იმ მილიარდობით  ვალის პირისპირ აღმოჩნდება, რასაც „ოცნების“ მთავრობა იღებს და პარტიული მიზნებისთვის ასე „კეთილშობილურად“  არიგებს“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე შეფასებით, კარანტინის შემდეგ, შიმშილი და გაჭირვება გაძლიერდა, თუმცა, ამას არავინ ითვლის.   

„დაპატიმრებებს რაც ეხება, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან სხვას რას უნდა ველოდეთ?! თანაც, მარტის მერე ისედაც ყველა დაპატიმრებულები ვართ. კარანტინის დროს სახლებში გამოკეტილი, შიმშილით რამდენი გარდაიცვალა, ამას რატომღაც არავი ითვლის… თავისუფლება წაგვართვეს, ვისაც არ ეზარება ყველა ფეხებს იწმინდავს ქვეყნის კონსტიტუციაზე და ამ ყველაფერს,  პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ტაშისკვრით დაუჭირა მხარი. მოკლედ,  „ოცნების” ხელისუფლება ცუდად დაასრულებს და ეს ფაქტია.  იმ ე.წ. გაერთიანებულ  ოპოზიციის მაგიდის გარშემოც,  ბევრი ისეთი პოლიტიკური ძალა იჯდა,  ვის გვერდით დგომაც ცუდ სიზმარშიც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია!“ – აცხადებს ჭიჭინაძე

მსგავსი თემები