თბილისში ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები წესდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელებს „რანდომულ“ ანუ შერჩევითი ტესტირებას ჩაუტარებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

„დავიწყებთ მასწავლებლების ე.წ. რანდომულ ტესტირებას. თქვენ იცით, რომ თუ ერთი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა, სკოლის სრული იზოლირება არ ხდება. კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე., მასთან შემხებლობაში მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. ასეთი „წერტილოვანი შეზღუდვები“ თბილისის მასშტაბით განხორციელდება არა მხოლოდ სკოლებში, არამედ დიდ დაწესებულებებშიც. ასევე, იქნება ბაღების შემთხვევაშიც. ჯგუფი გადავა თვითიზოლაციაში. ბაღის დეზინფექცია გაკეთდება, მოხდება ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. თუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბაღში, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ, გააჩერებს მთელი ბაღი მუშაობს თუ არა. ე.წ. რანდომული ანუ შერჩევითი ტესტირება ბაღის აღმზრდელებსაც შეეხებათ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, კორონავურისის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი თემები