„გაგნიძეს არც არავინ გაუტაცებია და არც არავინ მოუკლავს, ის ამაში მსაჯულებს დაარწმუნებს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარსადგენად და მათ დასარწმუნებლად ემზადება. როგორც დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ბრალდებული ერთი კვირის უკან ნახა და ის ბრძოლისთვის მზადაა.

„დაცვის მხარემ აირჩია სტრატეგია, აღნიშნული საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა. ეს იმიტომ ავირჩიეთ, რომ ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაში, ობიექტურობის იმედი გვაქვს. ამირხნაშვილის 5-ჯერ შეცლილი ჩვენების საფუძველზე, არ შეიძლება, ადამიანებს ბრალი წაუყენონ და დაუდასტურონ,  ვგულისხმობ გატაცების ეპიზოდს. ეს საქმე აუცილებლად წავა გორის რაიონულ სასამართლოში, ამის შემდეგ, შევარჩევთ ნაფიც მსაჯულებს, რის შემდეგაც ისინი დაიწყებენ საქმის განხილვას, ამ ყველაფერს კი რამდენიმე თვე დასჭირდება. გატაცების ეპიზოდში სწორედ ამ სტრატეგიით მივდივართ“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე თქმით, ის საპატიმრო დაწესებულებაში დაახლოებით ერთი კვირის უკან იყო მისული, სადაც ბრალდებულს შეხვდა.

„თავად ბრალდებულის სურვილია ნაფიც მსაჯულებთან წარდგეს. მისი ამოცანაა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამირხანაშვილი არ გაუტაცებია და ვერც გაიტაცებდა. გაგნიძე შეძლებს, მსაჯულები დაარწმუნოს, რომ ის არაფერ შუაშია. ის ბრძოლისუნარია და ამ ბრძოლას ერთობლიობაში მოვიგებთ“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ მორაგბე არჩილ გაგნიძეს პროკურატურა ედავება როგორც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილეობას, ისე ამირხანაშვილის გატაცებას.    

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულისა და ლინკის გამოყენება.

მსგავსი თემები