„დღევანდელ სიტუაციას არათანმიმდევრულობა ჰქვია“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ორი დღე იმაზე მიმდინარეობს საუბარი, რომ სიტუაცია რთულდება და რეგულაციები აღარ არის. რეალურად, რეგულაციები არსებობს, მაგრამ, დაცვის მექანიზმი არ მუშაობს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში”, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე თვლის, რომ უნდა ხდებოდეს ხალხმრავალი “ივენთების” გაკონტროლება. მისივე თქმით, მორიგ რეგულაციებს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს:

„დღესაც არის დაწესებული შეზღუდვები, რომლის დაცვაც არ ხდება. შეზღუდვები არსებობს, მაგრამ, არ არსებობს მისი დაცვა. ამას სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშევენ“. დღევანდელ სიტუაციას არათანმიმდევრულობა ჰქვია. დღეს “ლოქდაუნზე” საუბარი ზედმეტია. 5000-მდე თუ ავიდა შემტხვევების მაჩვენებელი, ისედაც დაიკეტება ყველაფერი. უნდა მოხდეს ადმინისტრირება,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები