“კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს არ უნდა გასცდეს” – ილჰამ ალიევი

“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს არ უნდა გასცდეს”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი მოლაპარაკების მაგიდასთან სამხედრო დაპირისპირების ფაზის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სომხეთი ცდილობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ინტერნაციონალიზებას და მასში ევროპული ქვეყნებისა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შესახებ შეთანხმების ჩართვას.

„კონფლიქტი არ უნდა გასცდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებს. სომხური მხარე წარუმატებლად ცდილობს ჩართოს ამ დაპირისპირებაში კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია, ევროპული ქვეყნები და ცდილობს, ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზებას. სომხეთის ტერიტორიიდან საარტილერიო თავდასხმებს მიუხედავად, ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე არავითარ დარტყმებს არ ვახორციელებთ, არ გადავდივართ სომხეთის ტერიტორიაზე, თუმცა ამისათვის ყველა შესაძლებლობა არსებობს. თუ მშვიდობაზეა საუბარი, პირველ რიგში, მე ამას პოლიტიკურ დარეგულირებად ვხედავ, რომელიც იქნებოდა ყოვლისმომცველი, ხანგრძლივი, მარადიული, წამყვანი ქვეყნების სერიოზული გარანტიის პირობებში, ქვეყნების, რომლებიც მისაღები იქნება, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ქვეყნების შემადგენლობა, შესაძლოა იყოს განსხვავებული მინსკის ჯგუფის შემადგენლობისგან“, – აცხადებს ალიევი.

მსგავსი თემები