„ის არის პატრიოტი და დელიმიტაცია-დემარკაციია შეუცვლელი ექსპერტი“ – დიპლომატი დაკავებულს მხარდაჭერას უცხადებს

დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური სახე, საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსსა და  საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრ ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდულია.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება“ – აცხადებს გიგიაძე.

შეგახსენებთ, რომ გიგი გიგიაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ის ასევე, მუშაობდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. დღეს კი არის საქრათველოს ელჩი დანიაში.  

მსგავსი თემები