საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მკვლელობა მოხდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ერთ-ერთ ფერმაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები ქალმა მიაყენა. მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები