ხაჯინბამ დამოუკიდებლობის წლისთავზე მისი ყველა ამღიარებელი მიიწვია 

ყველა, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, სოხუმში „დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიწვეულია. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, მიწვეულ სტუმრებს შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევიც არიან.

„მოსაწვევი ყველა იმ ქვეყნების ლიდერს გავუგზავნეთ, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. კერძოდ, შესაბამისი წერილები გავუგზავნეთ რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიგ წარმომადგენლებს“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ის სუბიექტებიც  მიიღებენ, ვინც საომარი მოქმედებების პერიოდში აფხაზეთის გვერდით იდგა.

 

მსგავსი თემები