“ომს უნდა ვუპასუხოთ“-  მედვედევი აშშ-ს ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებას აამოქმედებას. რუსეთის პრემიერ-მინისტრი კი ამერიკას მუქარის გზავნილს უგზავნის და აცხადებს, რომ ეს ომია, რომელიც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლების დასკვნით, სკრიპალების მოწამვლის უკან რუსეთი დგას.  სწორედ ეს გახდა ახალი სანქციების მიზეზი.

„აშშ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო ზომების გამოყენებას აპირებს“, – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

დიმიტრი მედვედევი  კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას  ეკონომიკური ომის გამოცხადებად აფასებს და საპასუხო ქმედებებს გეგმავს: „საჭიროა ამ ომს ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით. საჭიროების შემთხვევაში,  სხვაგვარი მეთოდებითაც კი. ჩვენს ამერიკელ მეგობრებს უნდა ესმოდეთ ეს. სანქციები, ასე თუ ისე, გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის ვალუტის კურსზე“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე დასკვნით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება იმიტომ ხდება, რომ ის საერთაშორისო არენაზე მძლავრი კონკურენტების სიას ჩამოაშორონ.

აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის მიმართ 22 აგვისტოდან ამოქმედდება.

მსგავსი თემები