„სომხეთი და არცახი ადეკვატურ სამხედრო და პოლიტიკურ პასუხს გასცემენ აზერბაიჯანს” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თურქეთის აქტიური პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით სომხეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიას აფართოებს.

„სომხეთი და არცახი ადეკვატურ სამხედრო და პოლიტიკურ პასუხს გასცემენ აზერბაიჯანის მცდელობებს, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შერყევაზეა მიმართული“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ზე.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. 

მსგავსი თემები