ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 92 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 35 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 108 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები