“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, კუნძულ ბალიზე, რომელიც “დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმი, სერგეი ლავროვიც ადასტურებს.
“გუშინ გაიმართა მიღება, კონცერტით, ისინი იქ არ მივიდნენ. ეს არის მათი გაგება პროტოკოლის მიმართ და უბრალოდ თავაზიანობა და ეთიკა”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ”დიდი შვიდეულის” ლიდერებმა ვახშამზე დასწრებაზე უარი, ლავროვის იქ ყოფნის გამო თქვეს. ამასთან, მინისტრების ნაწილმა საერთო ფოტოს გადაღებაზეც უარი თქვეს.