„თუ ორი ვირუსის თანხვედრა იქნება, გამოსავალზე ცუდად იმოქმედებს“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცული სეზონური ვირუსული ინფექციებისგან“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მედიკოსი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სეზონური გრიპის თანხვედრა კორონავირუსთან სავალალო შედეგებს მოიტანს:

„გვემატება ისეთი პაციენტები, ვისაც სტაციონარი დასჭირდება, მაღალია თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტების რაოდენობა. თუ ორი ვირუსის თანხვედრა გვექნება, გამოსავალზე ცუდად იმოქმედებს. ამიტომ, უნდა ვიყოთ მზად სეზონური ვირუსებისთვის, ის რისი ვაქცინაციის საშუალებაც გვაქვს უნდა გავაკეთოთ,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები