„9 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, – ორი არის კრიტიკურლი“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„75 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია, ორი არის კრიტიკული და არიან მართვით სუნთქვაზე”, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მუმლაძის ინფორმაციით, მძიმე შემთხვევები აჭარას და აფხაზეთს უკავშირდება:

„ორივე პაციენტი, აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, გარკვეული დროის განმავლობაში იტარებდნენ მკურნალობას ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებში, გვყავს კიდევ ერთი მძიმე პაციენტი, ღამით შემოყვანილი, მოიმატა მძიმე პაციენტების რაოდენობამაც. არის აფხაზეთის რამოდენიმე შემთხვევა და უმეტესობა უკავშირდება აჭარას. ძირითადად გვაქვს ბათუმის შემთხვევებთან კავშირში მყოფი კონტაქტები, ნაკლებია იმპორტირებული, იმატა ასევე თბილისის შემთხვევებმა,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები