დადიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

  •  

გუშინ დადიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმე გახსნილია. პოლიციამ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. რაც შეეხება მის თანმხლებს – მანაც ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ინციდენტში მონაწილე პირებს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მსგავსი თემები