“საქართველო გადავიდა მოდელზე, სადაც უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების მართვა ბინაზე ხდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვითარება, სრულად მართვადია.

მან აღნიშნა, რომ შემთხვევათა მატების პარალელურად, ქვეყანა ვირუსის მართვის ახალ მოდელზე გადავიდა, რომელიც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ბინაზე მართვას გულისხმობს. 

“ჩვენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში. მაგრამ ეს ყველაფერი, მთავარია, იყოს მართვადი. ჯერჯერობით, ეს ყველაფერი სრულად მართვადია.

საქართველო გადავიდა იმ მოდელზე, სადაც შემთხვევათა ზრდის ფონზე აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა და მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში დატოვება, მაგრამ რადგან ჩვენთან მრავალწევრიანი ოჯახების კულტურაა, ამ ადამიანებისთვის ჩვენ ე.წ. შუალედური რგოლი ჩავრთეთ, კოვიდ სასტუმროები, კარანტინები, სადაც მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტები გადიან ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობას, როგორც ბინაზე, ისე სასტუმროებში,”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები