სასამართლო 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს საია იცავს.

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალი გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს აქვს წარდგენილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები