“ჯერჯერობით ისეთი არაფერი ხდება, რომ სწავლა გადაიდოს” – პაატა იმნაძე

„სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები არ არიან ისეთი მოწესრიგებულები, როგორიც მაგალითად, იაპონელი ბავშვები არიან, რომლებიც სკოლაში ნიღბით დადიან” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ისეთი არაფერი ხდება, რომ სწავლა გადაიდოს.

„სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები არ არიან ისეთი მოწესრიგებულები, როგორიც მაგალითად, იაპონელი ბავშვები არიან, რომლებიც სკოლაში ნიღბით დადიან. შეიძლება ჩვენმა ბავშვებმა ის ნიღაბი ისე მოიხმარონ, რომ უარესი იყოს. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში დაბალ კლასელებსაც უკეთიათ ნიღაბი, მაგრამ ჩვენ ბავშვებზე რომ გავთვალეთ რისკები, ჯობია, უნიღბოდ იყვნენ. მითუმეტეს, ახლა არ არის ქვეყანაში ისეთი სიტუაცია და ამიტომ აჯობებს, რომ დისტანცია იყოს მაქსიმალურად დაცული და სხვა პირობები რაც არის გაწერილი, ის წესები იქნას დაცული სკოლებში იმისთვის, რომ ბავშვებმა თან ისწავლონ და თან რისკები იყოს კონტროლირებადი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები