,,ვაცხადებთ შიმშილობას”- ”ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი შიმშილობას იწყებს

”ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, დავით კირკიტაძემ გააკეთა.

,,დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც.” განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შიმშილობას დღეს სამი დეპუტატი – დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულ ისმაილოვი იწყებენ.

მსგავსი თემები