“გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს” – მიხეილ რამიშვილი

„თუ „ეფბიაის“ მიაწოდეს გენერალური პროკურატურიდან ინფორმაცია, რომ ადამიანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, ამით დასრულდა დანაშაულის შემადგენლობა და არაფერი აღარ არის გამოსაძიებელი, მაშინ დაუსრულებია ბატონ გენერალურ პროკურორს დანაშაულის გამოძიება” – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

იგი ასევე მოითხოვს, გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს

„თუ „ეფბიაის“ მიაწოდეს გენერალური პროკურატურიდან ინფორმაცია, რომ ადამიანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, ამით დასრულდა დანაშაულის შემადგენლობა და არაფერი აღარ არის გამოსაძიებელი, არაფერი ეჭვი აღარ არსებობს, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს გარკვეული ჯგუფი, მაშინ დაუსრულებია ბატონ გენერალურ პროკურორს დანაშაულის გამოძიება. პირველ რიგში, ვითხოვთ, გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს და რა მოთხოვნა გააგზავნა კიდევ ერთხელ. პირველად გაგზავნილ წერილში სულ სხვა შინაარსის იყო და იქიდანაც სულ სხვა პასუხი მოვიდა. რა ინფორმაცია გამოიტანა სახალხო დამცველმა, ეს კითხვის ნიშანს აჩენს. ეტყობა, ხელმეორედ ფედერალურ ბიუროში სხვა ინფორმაცია გადააგზავნეს. გამოაქვეყნონ, გენერალურმა პროკურორმა რა მისწერა და რა პასუხი მოიღო გამოძიების ფედერალური ბიუროდან“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, დღეს, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრისას მას უთხრეს, რომ ამერიკის ფედერალური ბიურო ამ ეტაპზე ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვისთვის მზაობას არ გამოთქვამს.

მსგავსი თემები