საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შევიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც, საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიო ეთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.