“პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციას ჰპირდება” – გია ვოლსკი ოპოზიციის საერთო დეკლარაციაზე

  •  

“პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას” – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე ხმების დაცვას გულისხმობს. 

მისივე განცხადებით, დეკლარაციის ხელმომწერთა გამაერთიანებელი ნიშანი ქვეყანაში დესტრუქციის მცდელობაა. 

“გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის მცდელობა და ამას ცალკეული მათგანი თავის განცხადებებშიც ადასტურებს. კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობენ და მთავარი მიზანი და მისწრაფება, გამოდის, რომ სახელმწიფოში, მათი მოსაზრებით, არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება. გუშინ ეს პარტიები ერთმანეთს კრემლის აგენტებს და დასავლეთის მონებს ეძახდნენ. ეს გაერთიანება არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას,”-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ 26 ოპოზიციურმა პარტიამ საერთო დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ხმების დაცვას გულისხმობს. მათი თქმით, იქნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს. მათ შორის, დარღვევებთან დაკავშირებული სავარაუდო რისკებიც. 

მსგავსი თემები