ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ბათუმიდან ერთი პაციენტი გადაიყვანეს.

როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, 41 ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მათივე ინფორმაციით, პაციენტის გადმოყვანა მისი სურვილით მოხდა.

სტაციონარში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მსგავსი თემები