“20 ივნისს ვიხილავთ სიმბოლურად შრომის შედეგს, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს” – რომან გოცირიძე

20 ივნისს პარლამენტთან აქცია ჩატარდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ ერთი წლის წინანდელი მოვლენები გააპროტესტონ და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ამ უფლებას ვერ შეზღუდავს. 

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 20 ივნისს მომავალი ხელისუფლების კონტურები გამოჩნდება. 

“ძალიან დიდი ალბათობით, 20-ში ჩვენ ვიხილავთ სიმბოლურად ამ დიდ მიტინგზე იმ შრომის შედეგს, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს. ვიხილავთ მომავალი ხელისუფლების კონტურებს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები