ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების თანმხლებ მშობლებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს

ამირან გამყრელიძე მშობლებს, რომლებიც შვილების ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ცენტრთან მისვლას აპირებენ, დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოცდო ცენტრებთან მშობლებს შორის დისტანცია 1.5-2 მეტრი უნდა იყოს.

„მოწოდებაა მშობლებთან – მესმის, ყველა ნერვიულობს, განიცდის, როდესაც შვილი შესულია გამოცდაზე. მეც ასე ვიყავი და ჩემი თაობაც, როცა ჩვენი შვილები აბარებდნენ, მაგრამ, მაშინ არ იყო პანდემია. დღეს პანდემიაა, ამიტომ დისტანცირება უნდა დავიცვათ. როდესაც ველოდებით ბავშვის გამოსვლას, დისტანცია 1.5-2 მეტრი დაცული უნდა იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები