ტყიბულის შახტაში დროებითი მმართველი რამდენიმე თვის წინ უნდა შესულიყო – ბექა ნაცვლიშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და აცხადებს, რომ შახტაში დროებითი მმართველის შეშვებასთან დაკავშირებით მის იდეას, რამდენიმე თვის წინათ მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, გუშინდელი ტრაგედია აღარ განმეორდებოდა.

​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა კერძო კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი თავისი მოქალაქეების მიმართ და მან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა.

ტყუბულის შახტაში, რამდენიმე თვის წინათ მომხდარი უბედური შემთხვევის დროს მოვითხოვე მინდელის სახელობის შახტაში შესულიყო დროებითი მმართველი, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდებოდა საინჟინრო თუ ინფრასტრუქტურული მოწყობილობების გამოსწორება და სტანდარტიზაცია-მოდერნიზაცია, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განახლებულიყო ის სამუშაო პროცესი. კერძო კომპანია თუ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი თავისი მოქალაქეების მიმართ და მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ​მოვერიდები ხელი გაშვერას ვინმეს მიმართულებით და ვინმეს ბრალეულობაზე საუბარს. ჩემს ინიციატივას მაშინ მეტი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, შეიძლება ეს ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა”, აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, შახტაში არსებული სამუშაო ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს.

მსგავსი თემები