დუშეთში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფლებთან მისასვლელი დროებითი გზა აღდენილია  

დუშეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისა და მოვარდნილი მეწყერის შედეგად დაზიანებული სოფლებთან მისასვლელი დროებითი გზა უკვე აღდგენილია. ადგილზე მუშაობს სტიქიის შემსწავლელი კომისია, რომელიც  დაადგენს ზარალის ოდენობას.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დუშეთის მერიაში განუცხადეს, 16 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა და მოვარდნილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა დააზიანა. სტიქიის ეპიცენტრი იყო ბოსლის ხეობა, სოფელ ჩოხში, სადაც ინტენსიური წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა შავი არაგვი და დატბორა მიმდებარე ტერიტორიები.

სტიქიის ზონას ესტუმრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და მერის პირველ მოადგილესთან გიორგი თანიაშვილთან ერთად და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. ლევან ზაუტაშვილის განცხადებით მოსახლეობასთან არსებობს კომუნიკაცია. ამ ეტაპზე, ადგილობრივების ევაკუაციის საჭიროება არ დგას.  მობილიზებულია ტექნიკა. მიმდინარეობს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის ადღგენითი სამუშაოები.

 

მსგავსი თემები