ორსული მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს დღეს გაასამართლებენ

22 წლის 5 თვის ფეხმძიმე გოგოს მკვლელობისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი დრეს გაიმართება. 23 წლის გოგა გზირიშვილს, რომელმაც მეუღლე მოკლა, დანაშაულს აღიარებს. მას განძრახ მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებული ბრალდებას ეთანხმება და შუამდგომლობის დაყენებას არც ითხოვს.

შსს-ს ინფორმაციით, გზირიშვილმა მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მას ცივი იარაღით 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები