„ნელიმ „ჯვარს აცვა“ ეს ბიჭი, არ ანახებს ბავშვს, თუ ანახებს, რაღაცის საფასურად, ბასილაშვილმა დიდი ქონებაც გადაუფორმა“ –  რას უყვება წყარო „მედიაცენტრ მთავარს“

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ახლობელი „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, თუ როგორ აშანტაჟებდა ნელი დოროყაშვილი მეუღლეს და როგორ იყენებდა პირადი მიზნებისთვის მცირეწლოვან შვილს.  

„ბასილაშვილის სასამართლო დავა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და ერთ-ერთი სერვის ცენტრია ჩართული, როგორც ბავშვის წარმომადგენლები. ამ გოგომ,  ნელი დოროყაშვილმა  „ჯვარს აცვა“ ეს ბიჭი. არ ანახებს ბავშვს, თუ ანახებს და აუცილებლად რაღაცის საფასურად. საკმაოდ დიდი ქონება (მილიონზე მეტი) გადაუფორმა ამ გოგოს და ყოველთვიურად კიდევ ცალკე უხდიდა დიდ თანხას. იმ დღეს სოციალური მუშაკის თანდასწრებით უნდა მომხდარიყო ბავშვის წამოყვანა. ცოლმა დაურეკა სოც.მუშაკს და უთხრა მარტო უნდა მივიდეო. იმავე დღეს ნიკამ დაურეკა სოც. მუშაკს და ცენტრის იურისტს  და უთხრა თუ ვინმე არ მოხვალთ, პროვოკაციას მომიწყობსო და ასეც მოხდა.

აღარ დამთავრდა ბავშვებით მანიპულირება სასამართლო დავების დროს. პირველ გამოკითხვაზე ბავშვმა დააფიქსირა, რომ არაფერი დაუნახავს ახლა ზოგიერთი ვითომ “უფლებების დამცველები” შეეცდებიან შეკერონ საქმე. მინდოდა თქვენ გცოდნოდათ სიმართლე, არ არის ეს ბიჭი მოძალადე, პირიქით“, – უყვება წყარო „მედიაცენტრ მთავარს“.  

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები