პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა მცირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის შემცირება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც 2020 წლის, მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.

ცვლილებების გათვალისწინებით, თავმჯდომარეს დღეს არსებული შესაძლო ცხრა მოადგილის ნაცვლად, მხოლოდ სამი მოადგილე ეყოლება.

ესენი იქნებიან – პირველი მოადგილე, ერთი მოადგილე უმრავლესობიდან და ერთი მოადგილე ოპოზიციიდან.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ჰყავს – ხუთი უმრავლესობის წევრია, ორი ოპოზიციის წარმომადგენელი.

მსგავსი თემები