“კორონავირუსთან ომი ჯერ არ მოგვიგია” – ინფექციონისტი

“შეიძლება ჩვენ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ მოგვიგია”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

ამისთვის ინფექციონისტის თქმით, აუცილებელია, მთელი საზოგადოების კონსოლიდირებული, ერთიანი მოქმედება.

„კორონავირუსი არსად წასულა. საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ერთად გატარებული ღონისძიებებით, ამ ვირუსის გავრცელების შეფერხება შევძელით, მაგრამ ის ისევ ჩვენთან რჩება, ამიტომ ის რეკომენდაციები, რაც მოწოდებულია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. საზოგადოებას პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და ფიზიკური დისტანცირება ჩვევად უნდა ექცეს, რადგან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება ესაა. არ დაგავიწყდეთ, ვირუსი ჯერ დამარცხებული არაა“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მსგავსი თემები