“რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეორე ტალღა, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება” – ინფექციონისტი

“მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მზად ვიქნებით, თუნდაც ვაქცინის გარეშე”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველო რეგიონში და არა მარტო რეგიონში, მთლიანად ევროპაში ერთ-ერთ ყველზე ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყანად ითვლება.

„კორონავირუსის მეორე ტალღა შეიძლება იყოს რამდენიმე თვეში ან ერთი წლის შემდეგ, ეს ზუსტად არავინ იცის. ჩვენ ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა, ჯანდაცვის სისტემამ, უკვე მეტ-ნაკლებად ეს ვირუსი და მისი ბუნება შევისწავლეთ. ამიტომ მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მზად ვიქნებით, თუნდაც ვაქცინის გარეშე. მაქვს განცდა, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეორე ტალღა, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მსგავსი თემები