გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი სანიტარს დაუდასტურდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს.
როგორც კარალეთის გამგებელმა, ჰამლეტ პეტუაშვილმა განაცხადა, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასთან და რძალთან. მათ უკვე მიეცათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია.