სოციალური სტატუსის მიხედვით ფულადი დახმარებების გაცემა 15 მაისიდან დაიწყება

“ის დახმარებები, რომელიც არის გაწერილი და რომლის პრეზენტაციაც დღეს ჩვენ გავაკეთეთ, არის ორი ტიპის. ერთი – სოციალურად დაუცველებზე, ანუ მოწყვლად ოჯახებზე, რომლებზეც სოციალური გასაცემლები არის და ამ შემთხვევაში მათი ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით მიიღება ეს გადაწყვეტილებები და არა დასაქმების სტატუსის მიხედვით. მეორე არის დასაქმების სტატუსის და შემოსავლის წყაროების მიხედვით” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

„რაც შეეხება სოციალური სტატუსის მიხედვით დახმარებებს, მათი გაცემა 15 მაისიდან 20 მაისი ფარგლებში იქნება უკვე შესაძლებელი და გადარიცხვებსაც დავიწყებთ. ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპზე არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, თუმცა არ არიან მიმღებები სოციალური დახმარების, რადგან მათი ქულა არის უფრო მაღალი ვიდრე მიზნობრივი სოციალური პროგრამა მოიაზრებს, ასეთები არიან 65 000-დან 100 000 ქულამდე რაჟირებაში არსებული ოჯახები, დაახლოები 70 000 ოჯახი, ანუ 190 000 პირზე მეტი, მათთვის გადარიცხვები დაიწყება 15 მაისიდან. ასევე გადარიცხვები დაიწყება იმ ოჯახებისთვის ვისაც ჰყავთ სამ შვილზე მეტი და მათი ქულა არის 100 000 და ნაკლები, ასევე შშმ პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის“, – განაცხადა ბარკალაიამ

მსგავსი თემები